მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი 70 მილიონს გადააჭარბა

  •  

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 192 100 404 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 70 მილიონს გადააჭარბა.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.

მსგავსი თემები