COVID-19-ის ე.წ ბრიტანული შტამი ჩეხეთსა და იაპონიაშიც დადასტურდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 96 მილიონს გადააჭარბა.

COVID-19-ის ე.წ ბრიტანული შტამი დადასტურდა ჩეხეთსა და იაპონიაში. მონაცემები მზარდია გერმანიაში, სადაც შესაძლოა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

გასულ დღე-ღამეში, ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დადასტურდა პორტუგალიაში. ჩინეთში კი ზედიზედ მეშვიდე დღეა ახალი შემთხვევების რიცხვი 100-ს აჭარბებს. მონაცემების მატების გამო ე.წ კომენდანტის საათის ორი კვირით დაწესება იგეგმება კოლუმბიის დედაქალაქში. ავსტრიის კანცლერის გადაწყვეტილებით კი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში პირბადის ტარება 25 იანვრიდან სავალდებულო გახდება.

ვაქცინაციის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებსა და მწარმოებელ კომპანიებს ვაქცინის სამართლიანად გადანაწილებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები