,,სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა ზოგჯერ არაკომფორტულია, თუმცა მათი როლია, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა მათი როლია, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება.

ელჩის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკულ როლს ასრულებს ჯანსაღ დემოკრატიაში.

,,სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა იყო განსაკუთრებით გასაკვირი, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს კრიტიკულ როლს ჯანსაღ დემოკრატიაში. ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ეს არის მათი როლი – დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება. ზოგჯერ ეს შეფასება არაკომფორტულია, თუმცა მათი ამოცანა არაა მთავრობისთვის მუშაობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მუშაობა, ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის, მოქალაქეების უფლებებისთვის და იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული. ვფიქრობ, საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს – იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატურ ცვლილებებთან, გამონაბოლქვთან ბრძოლა, დასაქმებულების, უფლებების დასაცავად რეგულაციების შემუშავების დახმარება. სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს ბევრ სექტორში და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაფასოთ კარგი სამუშაო, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები