„ტენდერის პირობები თუ არ შეიცვალა, პურის ფასი გადაიხედება“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში”

  •  

„დღეს ხორბლის განსაბაჟებლად,  25 ევრო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ფქვილის მიწოდება მოხდეს, საბაჟო გადასახადი სავარაუდოდ 50 ევრო იქნება, პარიზის ბირჟაზე დღეს დაფიქსირდა 220 ევრო ერთ ტონაზე, რაც მაქსიმუმია ბოლო წლების განმავლობაში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ,”საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა.

სილაგავა ამბობს, რომ რუსეთი ხორბლის მიწოდების ფასს ზრდის, რაც შესაბამისად საქართველოზეც ნეგატიურად აისახება.

მისივე განცხადებით, დასუბსიდირებული ფქვილის მიწოდების ვადა ქარხნებისთვის თებერვლიდან იწურება, რის შემდეგაც საჭირო გახდება ახალი ტენდერის გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხევაში, მისვე ინფორმაციით შესაძლოა პურის ფასის გადახედვა გახდეს საჭირო:

„ჩვენ რადგან, საერთაშორისო ბაზრებზე ვართ მიბმული, შესაბამისად ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა იქნება ხორბალზე ფასის გაზრდა. სექტემბრის თვეში ჩვენთვის იყო 200 დოლარი და ახლო მომავალში იქნება 300 დოლარი ერთი ტონა.

ელექტო ენერგიის ფასის გაზრდაც სერიოზული გამოწვევაა, მიუხედავად იმის, რომ დაანონსებულია ერთწლიანი განახევრება, ეს მაინც იწვევს გაძვირებას.

სახელმწიფომ პირველი ეტაპისთვის გააკეთა ტენდერი და რამდენიმე ათეული ქარხანა ახერხებს, რომ პური არ გაძვირდეს, ეს ეტაპი მთავრდება პირველ თებერვალს, შესაბამისად ამ მონაკვეთში 10 ლარიანი სუბსიდირება ჰყოფნის, თუმცა ახლა 25 რიცხვში უნდა გამოცხადდეს  ახალი ტენდერი, რომ მომდევნო ორ თვეზე პურის ფასი იყოს შენარჩუნებული.

თავისუფალ ბაზარზე დღეს ფასი ერთი ტომარა ფქვილის არის 68 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, ის, რომ დღეს 68 ლარია თავისუფალ ბაზარზე, მომავალ ორთვიან ტენტენციაში 10 ლარიანი სუბსიდირება აღარ ეყოფა. დღევანდელი პროგრამა პურის ფასს არ აძვირებს პირველ თებერვლამდე, თუმცა  სახელმწიფო მეორე ეტაპის ტენდერის პირობებს თუ არ შეცვლის პურის ფასი გადაიხედება, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას და ტენდერში მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება ან რაღაც სხვა მექანიზმზე იქნება საუბარი,“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები