“როცა გახარია ვიწროპარტიულობაზე საუბრობს, იქვე შეუძლია შეხედოს ბატონ ივანიშვილს და დაინახოს ზუსტად, თუ რა არის ვიწროპარტიულობა” – სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, გიორგი გახარია როდესაც ვიწროპარტიულობაზე საუბრობს, „იქვე შეუძლია ბატონ ივანიშვილს შეხედოს და რა არის ვიწროპარტიულობა ზუსტად დაინახავს“.

კაპანაძემ გახარიას ასევე ურჩია, რომ ვიწროპარტიულობაზე საუბრისას საკუთარ მთავრობის კაბინეტს გადახედოს, „რომელიც არა გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ნიშნითაა შერჩეული, არამედ ერთ კაცთან სიახლოვის მიხედვით“.

„ამბიციურობას და ვიწოპარტიულობას რაც შეეხება, შეხედონ ბატონ ივანიშვილს, განსახიერებაა არათუ უბრალოდ ვიწროპარტიულობის, ერთი ადამიანის და ერთი კაცის ინტერესების და ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მხოლოდ თავისი ინტერესები და თავისი ძალაუფლბა შეინარჩუნოს, მათ შორის წავიდა არჩევნების გაყალბებაზეც კი.

ამრიგად, როდესაც ვიწროპარტიულობაზე საუბრობს, იქვე შეუძლია შეხედოს ბატონ ივანიშვილს და დაინახოს ზუსტად, თუ რა არის ვიწროპარტიულობა, რა არის არა სახელმწიფოს ინტერესებიდან ნაბიჯების გადადგმა, არამედ თავისი კერძო ინტერესებიდან ნაბიჯების გადადგმა.

ასევე, გარშემო მიმოიხედოს და თავის მთავრობის წევრებს შეხედოს, რომლებიც იქ დანიშნული არიან არა პოლიტიკურ წონის, გამოცდილების, ან რაიმე პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ იმის ნიშნით, რომ ერთპიროვნულად, ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ თავისი ახლო კლუბი, „ქართუს” წარმომადგენლები, მასთან პირადად დაახლოებული ადამიანები დაენიშნა საკვანძო თანამდებობებზე. ასე, რომ შორს გახედვა და ძებნა ამის არ დასჭირდება, ივანიშვილს და მის გარემოცვას შეხედოს”, – განაცხადა კაპანაძემ.

მსგავსი თემები