“ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა?” – ირმა ზავრადაშვილი მიხეილ ჩხენკელს

“ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა?” – ასე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა.

ზავრადაშვილმა მიხეილ ჩხენკელს შესთავაზა, სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში საზოგადოებას ყოველთვიურად ან კვარტლურად წარუდგინოს.

„ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ რამე კულტურა დავნერგოთ ყოველი თვის ბოლოს იქნება თუ კვარტლის ბოლოს მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო ეს სამინისტრო და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია. ძალიან ცუდია, ბევრი რამ მეც პირველად გავიგე და ძალიან ვწუხვარ ამაზე“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

მსგავსი თემები