“თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება არჩევნებით მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი” – ანრი ოხანაშვილი

“პირველი ნაბიჯი გადადგმულია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს, რადგან გაურკვეველია თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება ამ არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ პარტია, რომელიც გადალახავს შესაბამის ბარიერს, აქვს უფლება დაფინანსებაზე შეიტანოს განაცხადი.

„ეს არის დემოკრატიული სტანდარტია, რადგან ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა კონკრეტულ პარტიას, ამ კონკრეტულმა პარტიამ უნდა იმოქმედოს დემოკრატიის სტანდარტის შესაბამისად. პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას, დაფინანსება მიიღოს და მისი მხარდამჭერების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და პარტიის დაფინანსება, ხელფასი ყველაფერი ეს კონკრეტულმა პარტიამ პარლამენტში უნდა მოახმაროს საკუთარი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების ინტერესებია გატარებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები