„თენგო ბარბაქაძის მიმართ, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს“ – ადვოკატი გიორგი ფოფხაძე „მედიაცენტრ მთავარში“

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელია, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი სასამართლოსგან გამამართლებენ გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა თუ ასე არ მოხდა, არსებობს მარწუხები, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს.   

„საბოლოო ჯამში, სასამართლომ თენგო ბარბაქაძესთან მიმართებაში ერთადერთი სწორი, გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. საქართველო მიერთებულია ევროპის კონვენციას და ამას გარდა, არსებობს სხვა მარწუხები, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ“ – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვება და განზრახ მკვლელობის მუხლის გამყარება ძალიან უჭირს.

„ბრალდებას უჭირს.  ვფიქრობ, რომ რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ 109-ე მუხლთან დაკავშირებით რაიმე გარღვევა მოხდეს და გამოძიება მივიდეს ჭეშმარიტებამდე. მეც, როგორც ამ საზოგადოების წევრს, ძალიან მსურს ჭეშმარიტება დადგინდეს. მეც მინდა, რომ ახალგაზრდას გარდაცვალებას დაერქვას თავისი სახელი –  ეს იყო მკვლელობა, უბედური შემთხვევა, თუ რა მოხდა რეალურად. ეს ჩემს ინტერესებშიც შედის. ვცდილობ, გამოძიებას ყველანაირად დავეხმარო. ვადის გაგრძელებაზე როცა დამირეკეს, დაუყოვნებლივ განვაცხადე თანხომობა, რადგანაც კითხვები პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს“ – აღნიშნა გიორგი ფოფხაძემ.    

მსგავსი თემები