„ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ“ – რა უთხრა ევროკავშირის ელჩმა ოპოზიციას

  •  

“ჩვენი მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა კარლ ჰარცელის მხრიდან. მან თქვა – ჩვენ ვართ “ფასილიტატორები”, და მხარეები კრიზისის გადაწყვეტაში. ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ“ – ეს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის სიტყვების რომელზეც მან ოპოზიციასთან შეხვედრისას ისაუბრა.

როგორც შეხვედრიდან გამოსული “ერთიანი საქართველოს” ლიდერი  ნინო  ბურჯანაძე ცხადებს, მეგობარი ელჩები გამოსავალს ეძებენ თუმცა, მთავარი ნაბიჯი მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას.

„ჩვენი მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა კარლ ჰარცელის მხრიდან. მან თქვა – ჩვენ ვართ “ფასილიტატორები”, და მხარეები კრიზისის გადაწყვეტაში.  ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ და ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენს ნაცვლად… ბუნებრივია, ჩვენი მეგობრები შეწუხებულები არიან მიმდინარე პროცესით, მიმდინარე კრიზისით. ძალიან დეტალურად არიან საქმის კურსში ყველა გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ცხადია, ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ცესკოს გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი მეგობრები. ისინი ეძებენ გამოსავალს და გამოსავალი არის ის, რომ მიღწეული იქნას ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეწყდეს აქციები“ – განაცხადა ნინო ბურჯნაძემ ჟურნალისტებთან.   

მსგავსი თემები