„პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პანდემიასთან ბრძოლა დააზარალა და შემთხვევები კატასტროფულად გაზარდა“ – აკაკი ზოიძე

„ასე არ შეიძლება, ვირუსი გვიტევს და ის არ ასხვავებს პოლიტიკოსსა არაპოლიტიკოსს, მიტინგსა თუ სხვა ღონისძიებას“ –  აცხადებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „მედიაცენტრ მთავართან“ და პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდებს, ინფიცირებულთა რაოდენობის კატასტროფულ მატებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა გაითავისონ.

„მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და გარჩევებმა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლა საკმაოდ დააზარალა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ შემთხვევების ასეთი მატება დაკავშირებულია იმ  პოლიტიკურ პროცესებთან, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. სერიოზული საფრთხის წინაშე დავდექით. დაპირისპირების დრო ახლა არ არის, პანდემია გვიტევს, რასაც ყველა პოლიტიკური ძალა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ეჭვგარეშეა, რომ ის, შედეგი, რაც დრეს მატების კუთხით გვაქვს, დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან, აქციებთან. „კოვიდ 19“ არ ასხვავებს რის გამო მოძრაობს ადამიანი ქუჩაში და თავყრილობებზე“ – განუცხადა  აკაკი ზოიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, კორონავირუსით საქართველოში 3 117 ადამიანი დაინფიცირდა.    

მსგავსი თემები