სლოვენიის მთავრობის დახმარება საქართველოს სატყეო სექტორს

სლოვენიის მთავრობის დახმარებით, ქართულ სატყეო  სექტორში ინვენტარიზაცია განხორციელდება. საუბარია პროექტზე – „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში,“ რომლის მიხედვით, ადიგენის სატყეო უბნისთვის  ტყის ინვენტარიზაცია დაიწყება, ასევე,  მომზადდება ტყის მართვის გეგმა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სატყეო სააგენტოდან აცნობეს, აგრეთვე, შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმა.  

„პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც  ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად,   სლოვენიელი ექსპერტები ჩაერთვებიან.   ეროვნული სატყეო სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექპერტებთან  ერთად,  ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებაზე,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმსჯელეს.

პროექტი “ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში” წარმოადგენს ეკო-კორიდორების პროგრამის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ WWF-ის ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა სათემო გაერთიანებები.  პროექტი ითვალისწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებების (სათემო კავშირები) ჩართულობას სატყეო სექტორში მომსახურების პროცესში.

პროექტი 2021 წლის ბოლოს დასრულდება, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“ – აცხადებენ სატყეო სააგენტოში.

მსგავსი თემები