„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტოკოლონებით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან

,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავლაბრის მეტროდან ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან. აქტივისტები საავტომობილო კოლონებით მსვლელობას ოთხ ლოკაციაზე გამართავენ.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესო გაზდელიანმა განაცხადა, დღევანდელი მსვლელობით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ,,გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებს”.

აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

მსგავსი თემები

One Thought to “„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტოკოლონებით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან”

  1. გიგა

    ფეხით არ ეკადრებათ ხო სიარული?!

Comments are closed.