„სიხარული იმის, რომ ბიძამისი ამბობდა „აი ხომ ვამბობდი“ – არის წინასაარჩევნო შეწირვა“ – ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„სიხარული იმის, ბიძამისი რომ გამოდის და ხომ ვამბობდი ორი თვის უკან არის წინასაარჩევნო შეწირვა, კი ამბობდა და წაუყენეს 109 მუხლით,“  – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა თემურ მაისურაძე განაცხადა.

მაისურაძე ამბობს, რომ პროკურატურაში არიან ხალხი, ვინც ჩვენებებს აცველვინებს ბრალდებულებს:

„ის საწყალი გარდაცვლილი ბავშვი არავის ახსოვს, მირიან ნიკოლაძე ორი თვის წინ ამბობდა და აგერ შესრულდა, იქ არიან ხალხი ვინც ამ დაზარალებულებს და ბრალდებულებს ჩვენებებს აცვლევინებს „ნახალოვკელებიდან“ არავის შეუცვლია ჩვენება და მათ ზოგჯერ ხუთჯერ შეცვალეს ჩვენება ზოგჯერ ექვსჯერ და ვინ ტყუის? ობიექტურად უნდა ჩატარდეს გამოძიება და არა ის ვინც ალაგებს ამ საქმეს, ამ დალაგებაზე ნიკოლაძეს გავლენა არ ექნებოდა მგლოვიარე კაცია, არსებობს ხალხი, ვინც „საბურთალოელებს“ აცვლევინებს ჩვენებებს. ისეთი პოლიტიზირებულია ყველაფერი არაფერს გამოვრიცხავ,“ – განაცხადა მაისურაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები