გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ბუსა ჟვანიას დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმის  გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, მისი ძმის შვილი ბუსა ჟვანიაც დაზიანდა და ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

როგორც გოგლა ჟვანიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, განუცხადა, ბუსა ჟვანია შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი.

„დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან საქმის კურსში არ ვარ, თუ რა  მოხდა. გიდასტურებთ, რომ ბუსაც საავადმყოფოში იმყოფება. მას მსუბუქი დაზიანება მიღებული აქვს მუცლის არეში“ – გვითხრა გოგლა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ გოგა ჟვანიას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ედება ბრალი. სავარაუდოდ, მას ბრალს დღეს წარუდგენენ.

მსგავსი თემები