„ერთად ჩვენ შეგვიძლია კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა“ – არჩილ თალაკვაძე

„ერთად ჩვენ შეგვიძლია,  კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა,  შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის  – უფრო ღირსეული პირობები უზრუნველვყოთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ერთად ჩვენ შეგვიძლია, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

მსგავსი თემები