ონკოლოგიური კლინიკა დაიხურა

თბილისში, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი  დაიხურა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, 250-მდე დასაქმებული სამსახურიდან დაითხოვეს. ეს ნაბიჯი სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ცენტრი მის დაქვემდებარებაში გადავიდა. მიზეზად კი კლინიკის ამორტიზებული ინფრასტრუქტურა სახელდება. საავადმყოფო საქმიანობას მას შემდეგ აღადგენს, რაც მისი რეაბილიტაცია მოხდება. თუმცა, მისი რეაბილიტაცია ამ ეტაპისთვის არც იგეგმება.    

მსგავსი თემები