„კრაკენის“ საპრევენციო ყველაზე ეფექტიან საშუალებად კვლავ ვაქცინაცია ითვლება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაცისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თავდაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ აცრაა.

როგორც ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან განაცხადა, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე ჯანმო-მ პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან თავს იკავებს.

„რისკ ჯგუფებისთვის ვაქცინაციის საკითხი დღემდე აქტუალური რჩება. არ არსებობს არც ერთი სხვა ეფექტიანი ღონისძიება კორონავირუსის პრევენციისთვის ვაქცინაციის გარდა. საუბარია ვაქცინების მე-3 და მე-4 დოზაზე, რაც „ომიკრონის“ წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიან შესაძლებლობად რჩება. ამიტომ, რისკ ჯგუფებისთვის – 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ვისაც ვაქცინაციის ორი დოზა აქვს ჩატარებული, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება მე-3 და მე-4 დოზის გაკეთება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები