“ბოლო ერთ საათში სიტუაცია დრამატულად შეიცვალა – 8 ახალი შემთხვევა” – თენგიზ ცერცვაძე

„ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია. 8 ახალი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასე, რომ ამჟამად არის 23 ახალი შემთხვევა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  ცოტა ხნის წინ დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან.

“ერთი, მე ვინც ვიცი, ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, მაგ­რამ მისი პა­სუ­ხე­ბი არ ვი­ცო­დით. ეს არის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­ტაქ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სულ იმ პი­როვ­ნე­ბას­თან, ვის­გა­ნაც კი­დევ სამი დას­ნე­ულ­და. ეს არ არის ნო­მე­რი ოთხი პა­ცი­ენ­ტი, ეს არის, ასე ვთქვათ, ნო­მე­რი ხუთი პა­ცი­ენ­ტი, ვინც ნო­მერ ოთხთან ერ­თად იყო იტა­ლი­ა­ში. ეს ადა­მი­ა­ნი ას­რუ­ლებ­და მო­ვა­ლე­ო­ბას, მშო­ბე­ლი კა­ცია… რა­ღაც სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლა, ფული აიღო საქ­მე­ში და ვა­რა­უ­დობს, რომ ამ ფუ­ლი­დან გა­და­ე­დო.

კიდევ ხუთი ადამიანი, რომელიც გამოვლინდა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ერთი წარმომადგენელი წევს ჩვენთან უკვე მერვე დღეა და რომელსაც შვიდი დღის წინ დაუდასტურდა. ეს ხუთი პირი შვიდი დღის წინ იყო გამოკვლეული და მაშინ არ დაუდასტურდათ. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, რადგან არ იყო საინკუბაციო პერიოდი გასული და ეხლა დაუდასტურდათ. ანუ ახლა ჩვენ გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

https://mcm.ge/საქართველოში-კორონავირ-7/

მსგავსი თემები