„ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია. 8 ახალი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასე, რომ ამჟამად არის 23 ახალი შემთხვევა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან.
“ერთი, მე ვინც ვიცი, ჩვენს საავადმყოფოში წევს, მაგრამ მისი პასუხები არ ვიცოდით. ეს არის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ იმ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდევ სამი დასნეულდა. ეს არ არის ნომერი ოთხი პაციენტი, ეს არის, ასე ვთქვათ, ნომერი ხუთი პაციენტი, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში. ეს ადამიანი ასრულებდა მოვალეობას, მშობელი კაცია… რაღაც სამუშაო შეასრულა, ფული აიღო საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულიდან გადაედო.
კიდევ ხუთი ადამიანი, რომელიც გამოვლინდა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ერთი წარმომადგენელი წევს ჩვენთან უკვე მერვე დღეა და რომელსაც შვიდი დღის წინ დაუდასტურდა. ეს ხუთი პირი შვიდი დღის წინ იყო გამოკვლეული და მაშინ არ დაუდასტურდათ. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, რადგან არ იყო საინკუბაციო პერიოდი გასული და ეხლა დაუდასტურდათ. ანუ ახლა ჩვენ გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.