„თუ მარგველაშვილის მიერ შეწყალებულებს მიადგებიან, ნარკომოვაჭრეებსაც დავინახავთ და მკვლელებსაც“ – ნანა კაკაბაძე

„კეთდება თუ არა ფული შეწყალებაზე, გამოძიება მარგველაშვილისა და სააკაშვილის შეწყალებებითაც უნდა დაინტერესდეს“ – აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტების პერიოდის გამოძიებით კორუფციული სქემები კარგად გამოჩნდება.

„მინდა გავიხსენო მარგველაშვილის პერიოდის შეწყალებები და ვთვლი, რომ თუ გამოძიება უნდა დაიწყოს ამ თემაზე. პროკურატურა სწორედ მარგველაშვილისა და სააკაშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალებებითაც უნდა დაინტერესდეს. ეს უფრო ნათელ სურათს აჩვენებს, არსებობს თუ არა კორუფციის მექანიზმი სისტემაში და კეთდება თუ არა ფული“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც მან აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებში იმაზე გაცილებით მძიმე საქმეები, იყო, ვიდრე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებში.

„არაერთი გვარი და სახელი მახსენდება პატიმრისა, რომელიც მარგველაშვილმა შეიწყალა და გაცილებით უფრო ხმაურიანი და დიდი დანაშაულის შემცველი გადაწყვეტილებები იყო, ვიდრე ახლა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. გამოსაძიებელი ეს თემა ნამდვილად არის. ბოლო სამმა პრეზიდენტმა, შეწყალების უფლება გამოიყენა საკმაოდ უხერხულად და არასამართლიანად. აქედან გამომდინარე ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი. მარგველაშვილის მიერ შეწყალებულთა საქმეებს თუ მიადგებიან, ნათლად დავინახავთ ნარკომოვაჭრეებსაც და მკვლელებსაც“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

მსგავსი თემები