ზოგადი უნარები, აბიტურიენტების 13%-მა ვერ ჩააბარა

  •  

ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87-მა პროცენტმა გადალახა და საგამოცდო პროცესს აბიტურიენტების 13% გამოეთიშა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადამ, მომდევნო შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოქვეყნდება.

„დანარჩენი საგნების შედეგები ეტაპობრივად შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება. მომდევნო საგნის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი. გასაჩივრება აბიტურიენტს 50 ლარი უჯდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პასუხი შესწორდება, მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები