“ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და ლეგიტიმური” – კახა კალაძე


პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძეს განცხადებით, ქართულმა პოლიციამ უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ძალა მხოლოდ უკიდეურეს ვითარებაში გამოიყენა.

“არ  შემიძლია  ხაზი არ გავუსვათ  ქართული  პოლიციის როლს,  რომელმაც  უმაღლესი  თმენის  ვალდებულება  გამოიჩინა   და  ლეგიტიმური  ძალა  გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად  მძიმე  ვითარებაში. ვითარებაში,   როდესაც  მიდიოდა  მასობრივი  ძალადობის  ორგანიზება,  რომელიც  ემუქრებოდა  სამოქალაქო  მშვიდობასა  და  კონსტიტუციურ  წესრიგს. პოლიციამ  აჩვენა მაღალი  თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები. სახელმწიფო რა თქმა უნდა  ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ  მოვახდენთ  რეაგირებას იმ  ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის,” – განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები