ე.წ კანონიერ ქურდ მინდია გორაძის საქმეზე ბათუმის სასამართლო 10 აპრილს იმსჯელებს

  •  

ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძის (ლავასოღლი) საქმესთან დაკავშირებით განაჩენს ბათუმის სასამართლო უახლოეს დღეებში გამოიტანს. 10 აპრილს ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოადგენენ.

როგორც მინდია გორაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გორაძეს სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად უკვე განესაზღვრა და არ შეიძლება პირმა ერთი და იგივე მუხლზე 2-ჯერ აგოს პასუხი.  

“10 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის სასამართლო პროცესი, დასკვნითი სიტყვები უნდა ვთქვათ, როგორ ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ. ​არანაირი მტკიცებულება არ აქვს ბრალდების მხარეს, მათი ბრალდება ვერსიებსა და ჭორებზეა აგებული. მაგრამ თეორიულად თუ დავუშვებთ და სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, სამართლებრივად ვერ მოხდება ამის აღსრულება. სასჯელის ნაწილში ვერ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, იმიტომ, რომ კანონიერ ქურდობაზე მას უკვე მისჯილი აქვს 12 წელი და არ შეიძლება პირმა ერთი და იგივე მუხლზე 2-ჯერ აგოს პასუხი. სასამართლო გადაყვეტილება გასაჩივრებული გვაქვს უზენაეს სასამართლოში”, – აცხადებს კობაიძე.

​მისივე ინფორმაციით, დაზარალებულები აცხადებენ, რომ მინდია გორაძეს მათთვის არაფერი გამოუძალავს და არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ მასთან.  

“ვიყავი თურქეთის რესპუბლიკაში, რათა აღმოფხვრილიყო მთელი რიგი დარღვევები და შეცდომები მის წინააღმდეგ, დაველობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს და იმედია რომ შედეგს მივაღწევთ. შემდეგ უკვე გადავალთ მნიშვნელოვან ფაზაზე და მივმართავთ უზენაეს სასამართლოს. იმედია ის მოახდენს რეაგირებას არაფრისმთქმელ ბრალდებაზე დაფუძნებულ სარჩელზე და შეიცვლება მსჯელობაც და გადაწყვვეტილებაც”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანრდე კობაიძე.    

აღსანიშნავია, რომ 18 ივლისს შს სამინსიტრომ მინდია გორაძეს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები