ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას მთავარი პროკურორი პირადად უხელმძღვანელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, 25 წლის წინათ მომხდარი კვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექნილ საგამოძიებო ჯგუფს, მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. მთავარი პროკურატური დღეს, პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიასა და მისი ინტერესების დამცველ ამირან გიგუაშვილს შეხვდა. ექსპრეზიდენტის შვილებმა, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა, მამის მკვლელობის საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით შიმშილობის აქციას, რამდენიმე დღის წინათ დაიწყეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრას საქმის პროკურორი და გამომძიებელი ესწრებოდნენ. გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ…

მეტი...

სპორტულ ცეკვებში საქართველოს თასი გათამაშდა

საქართველოს თასი და ორი პირველი ხარისხის დიპლომი – ასეთია სასპორტო სკოლის სპორტსმენების მონაგარი  სპორტულ ცეკვებში საქართველოს  თასის  გათამაშებაზე.  ტურნირი ყველა ასაკობრივ  ჯგუფში გაიმართა და მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კატეგორიების მიხედვით წყვილებში და ინდივიდუალურ შეჯიბრში 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მოზარდთა ასაკში, გოგონათა შორის ინდივიდუალურ  შესრულებაში, ლათინო–ამერიკული ცეკვების პროგრამით – სოლო 3 ცეკვა  ლიზი  ბასილაძე  საქართველოს თასის მფლობელი გახდა. კატეგორია 10–11 წლის  წყვილთა შორის ლუკა სურმანიძემ და ირინოლა გოგიჩაიშვლმა პირველი ხარისხის დიპლომი  დაისაკუთრეს. კატეგორია 8–9  წლის  წყვილთა შორის ასევე პირველი ხარისხის დიპლომი დავით ქამადაძესა და ჰენინბერგ  შარლოტეს ერგო. სასპორტო სკოლის დირექცია სპორტსმენებსა და…

მეტი...

აფხაზი მებაღეები მანდარინის მთელი წლის მოსავალს რუსეთის საზღვარზე ყრიან

აფხაზეთის მოსახლეობა, მანდარინის მთელი წლის მოსავალს ანადგურებს. ციტრუსით სავსე სატვირთოებს რუსეთის საზღვართან ცლიან და პროდუქტს ანადგურებენ. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდზე – “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი”, (Легион информационной обороны) გავრცელდა. ​ვიდეოში ჩანს, თუ ტონობით მოსავალი, როგორ იყრება გზაზე და ნადგურდება. “მედიაცენტრი მთავარი” ვითარების გარკვევას სოციალური ქსელის აფხაზი ეროვნების მომხმარებლებთან შეეცადა, თუ რის შესახებ საუბრობს კადრს მიღმა აფხაზური ხმა, მაგრამ მათ ჩანაწერის გათადარგმნა არ ისურვეს. “ცუდად ნუ მიიღებთ, მაგრამ არ გეტყვით, თუ რის შესახებ არის საუბარი კადრს მიღმა. ის რასაც ამბობს ჩვენი პრობლემაა და ამიტომ საუბრობს აფხაზურ ენაზე. ყველასთვის გასაგებად რომ სდომოდა, რუსულად…

მეტი...

“თავისუფლების მოედანზე გოჭის ხორცს ვერავინ გაყიდის” – საახალწლო გარევაჭრობა თბილისში 

საახალწლო გარევაჭრობისთვის ტერიტორიები თბილიში, დედაქალაქის ცენტრალურ და გარეუბნებში გამოიყო. სულ 16 ადგილი შეირჩა, მათ შორის, ძირითადად მეტროსადგურებისა და ტრადიციული ბაზრების მიმდებარედ. გარევაჭრობისთვის ადგილის თვითნებურად შერჩევა და მოვაჭრეების ქაოტურად განთავსება იკრძალება. ვითარებას, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მთელი დღის განმავლობაში გააკონტროლებენ. ​როგორც ​თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ყუშიტაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, გარევაჭრობის ადგილები სხვადასხვა კრიტერიუმით არის შერჩეულია. კერძოდ, ხორცი და მალფუჭებადი საკვები არ გაიყიდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს საკითხი მკაცრად გაკონტროლდება. “თავისუფლების მოედანზე ვერავინ გამოიტანს გოჭის ხორცს და სხვა მალფუჭებად პროდუქტებს გასაყიდად, ამისთვის გამოყოფილია მეტროსადგურების – “დიდუბის”, “სადგურის მოედნის”,…

მეტი...

ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურას, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე დიახარჯება

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვის მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები იქნება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს 27 მლნ ლარი მოხმარდება. „დაახლოებით 327 მლნ ლარი იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, რაც გასულ წელთან შედარებით 20 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის 38%-ზე მეტს შეადგენს ინფრასტრუქტურული ხარჯები – 357 მლნ ლარია. თუმცა, ამას კიდევ დაემატება თანხა და საბოლოო ჯამში 430 მლნ-ს მიაღწევს. ეს არის რეკორდული თანხა, რაც ბოლო წლების განმავლობაში, და ზოგადად თბილისში, ამ მიმართულებით დახარჯულა,” -განაცხადა თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტს…

მეტი...

პიროტექნიკით ძირითადად ბავშვები ზიანდებიან – საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიმართვა  

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  სადღესასწაულო დღეებში, პიროტექნიკის მასობრივად გამოყენებისას ძირითადად ბავშვები ზიანდებიან, რომლებმაც არ იციან მისი გამოყენების წესები და რისკის ფაქტორს ვერ ითავისებენ. ​საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მიმართავენ მშობლებს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ პიროტექნიკასთან დაკავშირებით და საკუთარ შვილებს მიაწოდონ. აკრძალულია პიროტექნიკის მცირეწლოვან ბავშვებზე გაყიდვა. ასევე, აუცილებელია, პიროტექნიკის ნაწარმს თან მოჰყვეს ინსტრუქცია, სადაც, მითითებული იქნება ნაწარმის ვარგისიანობის ვადა, გამოყენების, შენახვისა და უსაფრთხოების პირობები. ​ ​ ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჯანგებაშვილმა განაცხადა,ყველა პიროტექნიკურ ნაწარმზე მითითებული უნდა იყოს დაყოვნების დრო.…

მეტი...

“სკაიპით” ვესაუბრე თოვლის ბაბუას – კახა კალაძე თბილისის მერიის საახალწლო გეგმებზე

თოვლის ბაბუა თბილისში, 28 დეკემბერს შემოვა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე გაიმართება. თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მერიის საახალწლო გეგმებსა და  ბავშვებისთვის საინტერესო  თემებზე ისაუბრა. „28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, მართლაც ძალიან ლამაზი იქნება და მინდა ყველა დავპატიჟო: მობრძანდით თქვენი შვილებით და შვილიშვილებით,  ყველა თაობის ადამიანს ვიწვევს 28-ში, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე “, – განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, თოვლის ბაბუაც გზაშია და თბილისში 28 დეკემბერს შემოვა. „დღეს,  „სკაიპით“…

მეტი...

“ბას ლაინებში” მოძრაობაზე კონტროლი მკაცრდება, ურჩ მძღოლებს კამერები დააფიქსირებს

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლებში კერძო ავტომობილების გადაადგილებისა და ველობილიკებზე პარკირების შემთხვევებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისებაა, სწორედ ამიტომ, ყველა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტში ე.წ.  ბასლაინები და ველობილიკები გათვალისწინებულია. კალაძის ინფორმაციით, 2019 წელს, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისას, დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების რჩევებს, მინიშნებებს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს კომფორტული, სწრაფი და თავისუფალი. “შემთხვევითი არ არის, რომ ავტობუსებისთვის განკუთვნილი გვაქვს სპეციალური ზოლები,…

მეტი...

დიღმის ჭალების პროექტის განხორციელებას მომავალი წლიდან დაიწყება

 თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დიღმის ჭალების პროექტის განხორციელება მომავლი წლიდან დაიწყება. პროექტის პრეზენტაცია კი, უახლოეს მომავალში შედგება. როგორც კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ერთწლიანი ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. თბილისში კიდევ ერთი პარკი გაშენდება. „უკვე გვაქვს დიღმის ჭალების პროექტი. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ პრეზენტაციას. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის და კიდევ ერთი საქალაქო პარკი შეემატება ქალაქს, ამ პროექტის განხორციელებას მომავალ წელს ვიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციაზე მუშაობა, ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო.  საუბარია 500 000 კვ.მ. ფართობზე…

მეტი...

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 66 მილიონი ლარით გაიზარდა

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი 927 მილიონ ლარია, რაც 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 66 მილიონი ლარით მეტია. თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუმარტეს, 927 მილიონი ლარიდან საშემოსავლო ნაწილი  900 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, საგადასახადო ნაწილი დაახლოებით, 658 მილიონი ლარია; გრანტების ნაწილი – 51 მილიონი, ხოლო სხვა შემოსავლები  190 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 20 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მათივე ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში, ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ვინაიდან სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატება მინიმუმ 75 მილიონი ლარი, ასევე,…

მეტი...