პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 14 ნოემბერს გამოცემული განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, შესაბამისად მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, დებატების პროგრამებისა და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ. კომუნიკაციების ეროვნული კომისია განაგრძობს 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგს და საანგარიშო პერიოდში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე, მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ, იხელმძღვანელონ  „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

მეტი...

“შავი სალარო” სხვაგან ეძებეთ – ნანა კაკაბაძე მოძრაობა “არა ნაციმს, არა მიშას!” დაფინანსებაზე

საზოგადოებრივი მოძრაობა “არა ნაციმს, არა მიშას!” წევრები მათი დაფინანსების წყაროს ძიებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, პირველ რიგში საკუთარი დაფინანსების წყარო გაასაჯაროონ, რომლებიც “ნაცმოძრაობის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგით ცხოვრობენ”. როგორც უფლებდამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მოძრაობა “არა ნაციმს, არა მიშას!” დაფინანსების შემოწმება და ე.წ შავი სალაროს ძიების პროცესი  სხვა „გამოჩენილი“ არასამთავ­რობო ორგანიზაციების შემოწმებით განაგრძონ. ამასთან დაკავშირებით ნანა კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს: “საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მოითხოვს იმ აქტივობების დაფინანსების წყაროს შემოწმებას, რომელიც მიმდინარეობს სლო­გა­ნით „არა ნაციზმს, არა მიშას!“ იმ ადამიანების მხრიდან,…

მეტი...

ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” მომხრეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მისცენ. ​როგორც ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ამომრჩევლების 53%-ში, რომლებიც 28 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდნენ, დიდი ნაწილი “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები იყვნენ, დღეს კი მათ მოუწოდებს, მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ, რადგან აღარ განმეორდეს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული სისასტიკე, “როცა არბევდნენ ჟურნალისტებს და ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს”. ინაშვილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, არსებობს რადიკალიზაციის დიდი საფრთხე, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თანამდებობის პირების…

მეტი...

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულ დედა-შვილს ეძებენ

თბილისის შემოგარენში, კერძოდ ზემო ფონიჭალაში,  N23 მრავალსართულიანი სახლის 3 სართულზე დილით მომხდარი აფეთქსების შედეგად დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ. აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. მაშველები ეძებენ ქალს და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მეორე სართულზე ცხოვრობენ და სავარაუდოდ ნანგრევებში არიან მოყოლილნი.  ადგილზე ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს,  მიღებულია უსაფრთხოების ზომები, ტერიტორიაზე მოსახლეობას გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. “დიდი ხმა იყო. ბავშვები სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ზოგი ამბობს ბუნებრივმა აირმა გაჟონა და ნათურა რომ აანთეს აფეთქება მოჰყვაო. მესამეზე მოხდა აფეთქება და მესამე და…

მეტი...

“​​არ მგონია, ლუსტრაციის კანონის მიღებას დიდი ეფექტი ჰქონდეს” – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი​ მხარს უჭერს “ლუსტრაციის შესახებ კანონის” მიღებას, თუმცა ეეჭვება ამას განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს. “​​არ მგონია, ლუსტრაციის კანონის მიღებას დიდი ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მხარს დავუჭერ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც საბჭოთა პერიოდში და მის შემდგომ, საიდუმლო უწყებებში მუშაობდნენ, ან რაიმე ფორმით თანამშრომლობდნენ მასთან, ასევე, ადამიანების მიმართ არასათანადო საქმიანობას ეწეოდნენ, მათ ასეთი უფლებები შეზღუდული ჰქონდეს. ბევრი მათგანი, ალბათ, ცოცხალი აღარ არის”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მთავარში“. დაპუტატმა, სამხედრო პირების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მიზანშეწონილობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებში სამხედროების ჩართვა ძალიან სახიფათო და ყველა…

მეტი...

ლუსტრაციის შესახებ კანონი აუცილებელია საქართველოსთვის – ემზარ კვიციანი

​პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი, მხარს უჭერს “ლუსტრაციის შესახებ კანონის” მიღებასთან დაკავშირებით დეპუტატ ლევან კობერიძის ინიციატივას და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელი იყო 1993 წელსაც, 1995 -ში და 1999 -შიც. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ემზარ კვიციანმა განაცხადა, “ლუსტრაციის შესახებ კანონის” მიღება არასდროს არის დაგვიანებული, ის აუცილებელია საქართველოსთვის, რათა ყველას დაერქვას თავისი სახელი და აღარ მიმდინარეობდეს ერთმანეთს რუსეთის აგენტობაში ბრმად დადანაშაულება. “საბჭოთა პერიოდში ​თუ ვინმე მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, რა მოხდა მერე, ძველი დრო იყო. მაგრამ მერე მოდის ვერტიკალი, მისი შვილები, შვილიშვილები და ა.შ. რამდენად…

მეტი...

“სამხედროები არაფერ შუაშია, ჰააგაში პასუხი მთავარსარდალმა უნდა აგოს” – ემზარ კვიციანი 

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტული ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, რადგან ყველა სამხედრო, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსი ვალდებულია, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება შეასრულოს, მაშინაც კი, თუ ამ ბრძანებას არ ეთანხმება. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ემზარ კვიციანმა განაცხადა, 2008 წელს დანაშაული ჩაიდინა ექსპრეზიდენტ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, როდესაც კონფლიქტის ზონაში მყოფ რუს მშვიდობისმყოფელებს მანდატი 6 თვით გაუგრძელა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ დაძინებულ ცხინვალზე იერიში მიიტანა. ​ემზარ კვიციანის შეფასებით, ამით სააკაშვილმა რუსეთს, ცხინვალში საბრძოლო მოქმედებების წარმოების ლეგიტიმური უფლება მისცა. “როდესაც სააკაშვილმა, ერთი კვირით…

მეტი...

აფეთქება ზემო ფონიჭალაში – დაშავებულია 3 ადამიანი

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.  

მეტი...

“მოღალატეობრივი ბრძანებისთვის პასუხი უნდა აგოს მთავარსარდალმა და არა სამხედრომ” – ემზარ კვიციანი 

​პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის გამო, ქართველმა სამხედროებმა არ უნდა აგონ პასუხი, რადგან ისინი ვალდებულნი იყვნენ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება შეესრულებინათ. ჰააგაში უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გასცა “მოღალატეობრივი ბრძანება” და შედეგად რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. როგორც ემზარ კვიციანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაურიგდა მოწინააღმდეგეს, ჩაებარებინა ცხინვალის რეგიონის დარჩენილი სოფლები, რომლებსაც ქართული მხარე აკონტროლებდა. “ცხინვალის რამდენიმე სოფელი ქართული მხარის ხელში იყო, ხელისუფლებას ერთ მუშტად შეკრული კოდორის ხეობა გადავეცი. აფხაზეთი და ცხინვალი იყო გაყიდული და 2008…

მეტი...

ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი ბეტონმზიდისა და მძღოლის ამოყვანის სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთო  

დუშეთში, ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდნილი 53 წლის მამაკაცის ცხედრის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფება 5 სამაშველო ჯგუფი, სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები.​ ცხედრის ამოყვანამდე საჭიროა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, MAN-ის მარკის ბეტონმზიდი სატვირთო  წყალსაცავში გუშინ, ღამის საათებში ჩავარდა. მაშველები ჟინვალჰესის მფლობელ კომპანიასთან და ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში კოორდინირებულად ახორციელებდნენ წყალში ჩავარდნილი მძღოლის სამძებრო ღონისძიებებს. მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანმა ჯგუფმა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო ღამით შეწყვიტეს, თუმცა დღეს დილიდან, 07:30 საათიდან სამძებრო სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით განახლდა, რათა წყალსაცავიდან ამოიღონ სატვირთო. შინაგან…

მეტი...

„8 საათის ნაცვლად ღამის 12 საათამდე უნდა დავიხოცოთ, დაგიშავეთ რამე? “ – კომისიის თავმჯდომარე ნიუ-იორკში

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილება ემიგრანტებისთვის პრობლემური აღმოჩნდა. დასაქმებული, წარმატებული ემიგრანტები აცხადებენ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობისთვის სამსახურის გაცდენა, ღამის თევა, ფიზიკური შრომა მოუწევთ და მატერიალურ ზარალსაც მიიღებენ. „მედიაცენტრი მთავარი“ ამერიკაში მცხოვრებ ერთ-ერთ წარმატებულ ემიგრანტს, კოლუმბიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის მაგისტრს, ჩინეთის ბანკის ნიუ-იორკის ფილიალის განყოფილების უფროსს, ნიუ-იორკში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო ტაბატაძეს ესაუბრა: “ჯერ ერთი, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, წამართვეს უფლება რომ ხმა მივცე უქმე დღეს, რადგანაც ცესკო-ს უფლებამოსილება საზღვარგარეთზე არ ვრცელდება. მეორე, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ‘მანჰეტენზე’ არ მუშაობს და თან 5-6 საათისთვის არ ამთავრებს სამსახურს რომ უბანზე შერბენა მოასწროს,…

მეტი...

ქვეყნის 5 ქალაქში ახალი კოლეჯები აშენდება, დაფინანსდება 3 000 სტუდენტის სწავლა 

2019 წლიდან, 20.3 მლნ ლარით გაიზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება, ასევე, ახალი კოლეჯები აშენდება მარნეულში, ხაშურში, მარტვილში, წყალტუბოსა და ჩოხატაურის რაიონებში. ბიუჯეტით დაახლოებით 15 600 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, მათ შორის კერძო კოლეჯების 3 000 სტუდენტის. როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დღეს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს განათლების სამინისტროსთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატების დამსახურებაა. კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე, კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება. მარიან ჯაშის შეფასებით, ეს ცვლილება წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემის პასუხია, იმაზე, რომ საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს შორის უფრო კონკურენტუნარიანი…

მეტი...