დაკარგული 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს  

დღეს, გორში დაკარგული 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. გოგონა საღამოს გაუჩინარდა. ის მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე იყო. როგორც ბავშვის დედა აცხადებს, ბავშვი სახლიდან ცეკვაზე გაუშვა, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. როგორც მეზობლები ამბობენ, სკოლისკენ მიმავალი ბავშვი შენიშნეს, თუმცა,მას მერე მისი კვალი დაიკარგა. გოგონას ახლობლების განცხადებით, სკოლის პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერებიც გადამოწმდა, თუმცა ბავშვი სკოლაში მისული არ ჩანს. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მისი ცხედარი სასამართლოს ეზოში ნახეს. ხელ-ფეხი შეკრული, ხოლო თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული.

მეტი...

უმაღლესი დარგობრივი განათლება ბაგა-ბაღების აღმზრდელების 1/3 -ს აქვს მიღებული

საქართველოს საბავშვო ბაღების აღმზრდელების უმეტესობას არ აქვს პროფესიული, ან ზოგადი განათლება, შესაბამისად ბაგა-ბაღის აღსაზრდელების განათლების ხარისხი არის საშუალო და დაბალი. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სერიოზული პრობლემაა პერსონალის კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რაც პირდაპირ აისახება სკოლამდელი განათლების ხარისხზე. ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მისივე თქმით, სკოლამდელი განათლების ხარისხს განაპირობებს კომპტენტური კადრები. იგულისხმება, როგორც აღმზრდელი და პედაგოგი, ასევე დირექტორი. იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი არ არის კომპეტენტური, მან შესაძლოა ხელიც კი შეუშალოს კომპეტენტურ მასწავლებელს თავისი ფუნქციების კარგად  შესრულებაში. “აღმზრდებელის 44% -ს არ აქვს…

მეტი...

„დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ “ – ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებს. ის ყოფილ თანაგუნდელებსაც მიმართავს, რომ წყენა და გაბრაზება დაივიწყონ, გვერდზე გადადონ ყველაფერი და გერთიანდნენ. „ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, დიდი ალბათობით, მაგრამ არა აუცილებლობით, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი. თუკი შედგა მეორე ტური და ამის მცირე ალბათობა არსებობს, თითქმის ერთნაირი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს. ერთი ქულაა მგონი სხვაობა ბაქრაძეს და ვაშაძეს შორის, ხოლო 1%-იანი სხვაობა არჩევნებში შეიძლება…

მეტი...

“შეიძლება, შეცდომებს ვუშვებ ქართულად საუბრისას, მაგრამ ქართველობას არასდროს დავარღვევ” – თემურ გორჯესტანი 

​პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მისი შვილი თემურ გორჯესტანი და საქართველოს საზოგადოებას მიმართა სიტყვებით: – ამაყი გესაუბრებით დღეს ქართულ ენაზე… შეიძლება შეცდომებს ვუშვებ ქართულად საუბრისას, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ. ​პრეზიდენტობის კანდიდატის შვილებმა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ თბილისში ლონდონიდან და პარიზიდან, მადლობა გადაუხადეს საზოგადოებას, სალომე ზურაბიშვილის ძლიერი მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ კვირას, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობას ექნება  შესაძლებლობა 1921 წელს დაწყებული ისტორია ბოლომდე მიიყვანონ. ​როგორც თემურ გორჯესტანი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის ოჯახს არასდროს გაუწყვეტია თავის ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტი და 1990 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო, რაფიკ სოღოიანი 2 000 ლარით დააჯარიმეს

ნინოწმინდაში, №41 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის საკრებულოს თანამშრომელი, არფიკ სოღოიანი 2 000 ლარით იმის გამო დააჯარიმეს, რომ მან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე გააზიარა. ​როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენის მიზეზი გახდა ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რითაც დაირღვა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48- მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

მეტი...

ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ, პროცესს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკვირდებიან 

ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ბატალიონი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს დღეს ირჩევს. ქართული სამშვიდობო ბატალიონის წევრებისთვის, ორი საარჩევნო უბანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარი – შაფირში მდებარე „მარმალის ბაზაზეა“ გახსნილი. საარჩევნო სიაში 875 სამხედროა. ​ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ჯარისკაცებს, რომლებიც საგუშაგოს ვერ ტოვებენ, სპეციალურ გადასატან ყუთებს მიუტანენ. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დალუქულ საარჩევნო ყუთებს თბილისში ჩამოიტანენ და 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე გახსნიან. ავღანეთში ქართველი სამხედროების ხმებს მას შემდეგ დაითვლიან, რაც საარჩევნო პროცესი საქართველოში სრულად დასრულდება. ​როგორც ცნობილია ბაგრამის ბაზაზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებიან პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, დეპუტატები დავით დარჩიაშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი გიორგი ბარამიძე.…

მეტი...

მამაკაცს, რომელიც მეუღლისგან სამსახურიდან წამოსვლას მოითხოვდა, 3 წლით პატიმრობა მიესაჯა  

მამაკაცს, რომელსაც ყოფილი მეუღლე, მის მიმართ ძალადობასა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში  ადანაშაულებს, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ​როგორც დაზარალებული ე.გ აცხადებს, ყოფილი მეუღლე მ.ა უკვე ბოლო 2 წელია მის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას, შეურაცხყოფდა და ამცირებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. მოითხოვდა მუშაობისთვის დაენებებინა თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში დანით დასახიჩრებით ემუქრებოდა. “2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ა-მ  ქუჩაში შეაჩერა ე.გ, ძლიერად დაუჭირა ხელი და უყვიროდა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. 2018 წლის 15 მარტს, მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მ.ა. შეუმჩნევლად მიუახლოვდა…

მეტი...

სოციალურად დაუცველი ბავშვების 50 % ვერ ღებულობს სკოლამდელ განათლებას – გაეროს კვლევა

საქართველოში, სკოლამდელ განათლებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების 50 % ვერ ღებულობს, ხოლო სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების შემთხვევაში ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია. 2-დან 6 წლამდე ბავშვების დაახლოებით 30 % არ დადის ბაგა-ბაღში იმის გამო, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილი აღარ არის. ასეთი მდგომარეობა ძირითადად ქალაქებშია. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან ბევრ ოჯახს აქვს სურვილი რომ ბავშვმა იაროს სკოლამდელ უფასო დაწესებულებაში, მაგრამ არ არის ადგილები. ასევე, ხშირად გარემო არ არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ხშირად პედაგოგებს არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია.…

მეტი...

საბავშვო ბაღებში განათლების ხარისხი თითქმის ნულოვანია – კვლევის კატასტროფული შედეგები 

სკოლამდელი განათლების ხარისხის კატასტროფული შედეგები: • საქართველოს მასშტაბით, ბავშვთა 30% ბაღში ვერ დადის; • სოფელში მცხოვრებ ბავშვთა 46%-ისთვის საბავშვო ბაღი მიუწვდომელია; • ათეულობით სოფელში ბაღი არც კი არსებობს; • კვლევით, საბავშვო ბაღებში განათლების მიღება ნულოვანია და მომვლელის ფუნქციებს უფრო ასრულებენ; • მუნიციპალიტეტები წელიწადში 1 მოსწავლეზე 0,70-1,00 ლარს ხარჯავენ; • პერსონალის კვალიფიკაცია ძალიან დაბალია – აღმზრდელების 44%-ს არანაირი დარგობრივი განათლება არ გააჩნია.. – ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლების შედეგები, რომელიც 2018 წელს დასრულდა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი – 54%, გრიგოლ ვაშაძე – 18%, დავით ბაქრაძე – 16% – “ქართული ოცნების” კვლევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახელისუფლებო პარტიის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად ​საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სამი კანდიდატი ლიდერობს, მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი – 30%, გრიგოლ ვაშაძე – 11%, დავით ბაქრაძე – 10% და სხვა კანდიდატები – 7%. როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას გამოკითხულთა 42%. ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც აჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:  სალომე ზურაბიშვილი – 54%, გრიგოლ ვაშაძე – 18%, დავით ბაქრაძე – 16%. მდინარაძის განმარტებით, აღნიშნული კვლევა ჩატარდა პარტიის…

მეტი...

გუბერნატორი ფრეზეთში, წილკანსა და წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ფრეზეთში, წილკანსა და წეროვანში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მხარის გუბერნატორმა ადგილობრივებისგან იქ არსებული აქტუალური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული საჭიროებების მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. მოსახლეობამ ძირითადი აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებაზე გააკეთა. ასევე, ყურადღება დაეთმო სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულების საკითხსაც. შალვა კერესელიძის თქმით, გუბერნატორის ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ პროცესში, რომელიც დევნილი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. „მზად ვართ აქტიურად ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში  მცხოვრებმა დევნილმა მოსახლეობამ თავი ღირსეულად…

მეტი...

შეიძლება ჩვენ მხარდამჭრები გვაკლდება, მაგრამ ნაციონალებს არავინ ემატება – ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან

საკმაოდ ხმაურიანი წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, რომელიც ოქტომბერში შევა ძალაში, იზრდება ​პარლამენტის როლი, პრეზიდენტს კი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება. ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებსა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შანსებზე, “მედიაცენტრ მთავარს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ესაუბრა. – ფიქრობთ, რომ არ გაამართლებს ნაციონალების და მათი სატელიტების გათვლა, რომლებმაც „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა ფარულ ჩანაწერებზე ააგეს? _ იმდენად დიდი დოზით იქნა მოწოდებული ეს ჩანაწერები და იმდენი ერთეული იყო, მგონი, ჯერ დასრულებულიც არ არის მათი გავრცელება, რომ საზოგადოებამ მათ…

მეტი...