„სააკაშვილის რეჟიმის დროს, სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო“ – თამარ ჩუგოშვილი

  •  

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ რეჟიმის სისასტიკეზე სასაუბროდ ყველა სივრცე დახურული იყო.

„მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰქონდა უმძიმესი სისტემური დანაშაულები, იმის გამო, რომ მედიის თავისუფლება იყო უკიდურესად შეზღუდული და სივრცეები დახურული, ქვეყანაში ეს არ იყო განხილვის საგანი. ადამიანები ამაზე ერთმანეთს ყურში ეჩურჩულბდნენ. შესაბამისად, ბევრი სისტემური დანაშაული იმ წლის ანგარიშებში ასახული არ იყო. საია-დან რამეს თუ მოვახვედრებდით, ძალიან გვიხაროდა. რეალურად დისკუსია იმაზე, რომ მასიური პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა იყო ქვეყანაში და ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ეს გამოიყენებოდა ადამიანების შანტაჟისთვის, გროვდებოდა ზღვა სიბინძურე, ასეთი რაღაცეები ამ ანგარიში არ ყოფილა,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ,,იმედის“ ეთერში.

მსგავსი თემები