„დაელაპარაკეთ ლგბტ საზოგადოებას, უარი თქვან მსვლელობაზე“ – მიმართვა შს მინისტრს

  •  

„მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის გთხოვთ, დაელაპარაკოთ ლგბტ საზოგადოების მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან მსვლელობაზე და გამოუყოთ შეკრების ადგილი“ – ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიამ შს მინისტრ გიორგი გახარიას.

დეპუტატმა 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა და შინაგან საქმეთა მინისტრს მედიატორის როლის შესრულება სთხოვა.

„პატრიარქმა, 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის დღედ. ჩვენ ვიცით, რომ 17 მაისს დაგეგმილია ლგბტ საზოგადოების მსვლელობა, რაც პრინციპში, გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოების მეორე ნაწილთან. პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის, დაელაპარაკოთ მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან ამ მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში. გთხოვოთ, გამოუყოთ ადგილი, სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ადგილი, რომელსაც გამოუყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც ქვეყნის სიწმინდეებთან“, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა, გიორგი ლომიამ, სადაც მინისტრის საათის ფორმატში შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

მსგავსი თემები