სახალხო დამცველი, ექიმების ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან მივიდა

ნინო ლომჯარია, კონსილიუმის წევრ ექიმების ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილის სანახავად კლინიკაში მოვიდა. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ექიმები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას შეისწავლიან და დასკვნას სასამართლოში წარადგენენ.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, კონსილიუმის წევრმა ექიმებმა დღეს შეაფასეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის შემდეგაც მომზადდება დასკვნა. სწორედ ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რა ფორმით ჩაერთვებიან პროცესში.

„მხოლოდ რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა. ვუთხარი, რომ მოსული არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე, მივიღეთ წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ. დანარჩენი დრო მასთან ექიმებმა გაატარეს.  სასამართლოში არის წარდგენილი შუამდგომლობა მისი დროებით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე, თუ სასჯელის გადავადებაზე და სახალხო დამცველი ამ პროცესში განიხილავს ინტერვენციას. იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ, საჭიროდ ჩავთვალე, მოვსულიყავი. მანამდე მოგვიწევს დასკვნის მომზადება“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ მედიასთან.

 

მსგავსი თემები