ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ნაპოლის“ ექიმი ინფორმაციას ავრცელებს

1-თვიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ”ნაპოლს” დაუბრუნდა და  გუნდის საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა.

კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, რაფაელე კანოჩიომ ისაუბრა.

„კვარა გუნდში უკვე დაბრუნდა და ის სრული დატვირთვისთვის მზადაა. ზურგის ტკივილმა გადაუარა. ოსიმენიც გამოჯანმრთელდა წელის არეში მიღებული დაზიანებისგან. რაც შეეხება რაჰმანის, მასთან მუშაობას ვაგრძელებთ და სწრაფად ვპროგრესირებთ. ვგეგმავთ, რომ ის 4 იანვარს „ინტერთან“ მატჩისთვის დაბრუნდეს.“- განაცხადა რაფაელე კანოჩიომ.

მსგავსი თემები