რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს.
უწყების ცნობით, ნიკოლაევ-კრივოი როგის მიმართულებით მიმდინარეობს რუსული ჯარების ქვედანაყოფების ”მანევრი” მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.
“რუსული ჯარების ჯგუფის ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე, დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით”, – განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.