,,რუსული ჯარების ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე”- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს.

უწყების ცნობით,  ნიკოლაევ-კრივოი როგის მიმართულებით მიმდინარეობს რუსული ჯარების ქვედანაყოფების ”მანევრი” მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

“რუსული ჯარების ჯგუფის ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე, დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით”, – განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.

 

მსგავსი თემები