,,რაც არ უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი”- ხატია დეკანოიძე

,,რაც არ უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი,” – ამის შესახებ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ  განაცხადა. მისი თქმით, ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ის, ვინც ეს არ იცის, დეკანოიძე ურჩევს “დაგუგლოს”.

,,რაც არ უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, სწორედ ამიტომ კანონმდებლობას, რაც პირდაპირ, იდენტურად გადმოიტანეს უკრაინიდან, განვიხილავთ არა მხოლოდ არასაკმარისად, არამედ ყალბად და მხოლოდ ფასადურად. არ მივიჩნევთ, რომ ეს კანონმდებლობა არის ადეკვატური იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ქვეყანას აქვს. ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ის, ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი “დაგუგლოს” – ეს არის მცირეთა მმართველობა, როცა არის სერიოზული კავშირი სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელისუფლებო წრეებს და ოლიგარქებს შორის”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები