ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა

ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაჟონვა ერთმანეთთან ახლოს მდებარე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე მოხდა, შვედეთის და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმთან ახლოს.

ამ დროისთვის ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

„გუშინ რუსეთსა და დანიას შორის მდებარე ერთ-ერთ გაზსადენზე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აღმოჩენილ იქნა გაჟონვა. გაზსადენი არ ფუნქციონირებს, მაგრამ დატუმბულია გაზით, რომელიც მიედინება. დღეს შესაბამისმა სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორი გაჟონვა მოხდა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ზეც, რომელიც არ ფუნქციონირებს, მაგრამ დატუმბულია გაზით“, – განაცხადა დანიის ენერგეტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა.

არსებული ინფორმაციით, გაჟონვის აღმოჩენის მომენტში, ევროპას არც ერთი რუსული გაზსადენით არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი.

მსგავსი თემები