,,როცა გაქვს დუჟმორეული დამოკიდებულება, უნდა დაასაბუთო შემოსავლების წარმოშობა”- გია ვოლსკი

,,ამორალური ის არის, რომ საზოგადოებას ყოველდღე უკიჟინებ, რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ მიირთმევს, ერის მოღალატეა. ამ დროს, ჩუმად ინახავ ინფორმაციას, რომ მილიონობით რუბლი და ასიათასობით დოლარი ჩამოგდის რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ოჯახს ,,შავბნელი” გადმორიცხვების შესახებ, ნათელის მომფენი განცხადებები არ გაუკეთებია.

„შეიძლება, ამას რაღაც გამართლება და დანიშნულება გააჩნია, შეიძლება, შუაში სოლიკო ვირსალაძეა და მისი შემოქმედებიდან რაღაც ჰონორარი შემოდის, მაგრამ როცა შენ გაქვს გააფთრებული და დუჟმორეული დამოკიდებულება და შეუსაბამო დამოკიდებულებით გააცანი საზოგადოებას თავი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დაასაბუთო შემოსავლების წარმოშობა, ან საიდან არის, ან რა დანიშნულება აქვს. რა მხატვრობაა ამისთანა, რომ ამდენ დოლარს აგროვებს მისი მემკვიდრეებისთვის, რაც საეჭვოა, მაგრამ ეჭვის გაფანტვაც შესაძლებელია. ის, რომ ამ შავბნელ გადმორიცხვებს რაიმე ნათელი მოჰფინოს, ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები