პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისთვის მზადაა

„შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია“ – აცხადებს რეზიდენტი ზელენსკი და პუტინთან პირდაპირი დიალოგისთვის მზაობას აცხადებს.

„თუ რუსეთს ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია. რუსეთის ფედერაცია თუ მზადაა ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები