„სოცმედიაში იმართება კვაზი-ამხანაგური სასამართლოები“ – შალვა პაპუაშვილი

„არის ზოგადი ტენდენცია, რასაც ცდილობს ოპოზიციის ნაწილი და ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში მაგალითად სასამართლოს დისკრედიტაცია, როდესაც ხდება ჩანაცვლება კვაზი-ამხანაგური სასამართლოებით, რომელიც სოცმედიაში იმართება და არის ე.წ. სოცმედია ან მედია „ტროიკები“ , რომლებიც თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა-დამნაშავეა, უდანაშაულოა-უდანაშაულოა“, – აცხადებს  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

„ხალხი, რომელთაც რომ ჰკითხო,  სალონურ ატმოსფეროში დაგისხდებიან და მოგიყვებიან, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა, დემოკრატია და შემდეგ ამასთან დაკავშირებით ლექციას წაიკითხავენ. სინამდვილეში, სულის სიღრმეში არიან „ტროიკის“ წარმომადგენლები, რომლებიც დასხდებიან და კლავიატურაზე რაღაცას აკრიფავენ, სტატუსს დაწერენ და იტყვიან-დამნაშავეა – არაა დამნაშავე, მოძალადეა-არაა მოძალადე, პრორუსია-არაა პრორუსი, დემოკრატია- ანტიდემოკრატია და მერე ერთი ჯგუფი, რომელიც მერე საბოლო ჯამში რომ დავაკვირდეთ, რამდენიმე ათეული ადამიანი ქმნის ამ აღქმებს“ – აცხადებს პაპუაშვილი.

 

მსგავსი თემები