„ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც დაცლილები არიან სინდისისგან“ – ირაკლი ზარქუა

რამდენიმე საათში ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. სტრასბურგში საქართველოს საკითხის განხილვისთვის ემზადებიან.

უკვე გამოქვეყნდა კიდეც სია გამომსვლელებისა, რომლებიც საქართველოს საკითხზე ისაუბრებენ. მათ შორის არიან ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, ვიოლა ვონ კრამონი და სხვები, რომლებიც საქართველოს საკითხებში არიან ჩართულები.

უმრავლესობის დეპუტატები ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს არ ენდობიან და მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში ადანაშაულებს.

„ევროპარლამენტარები ზებუნებრივი ადამიანები გგონიათ? იქაც არიან ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან სინდისისგან. მაგალითად, ბატონი კუბილიუსი და რაისას ვეძახი, ქალბატონი რასა. ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მეგობარია“ – აცხადებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

ევროპარლამენტარები უკვე იკრიბებიან. ისინი საქართველოსგან რეალური რფორმების გატარებას ელოდებიან, რომ დიდი ევროპული ოჯახის წევრები გავხდეთ.

ევროპარლამენტთან საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ევროდეპუტატებისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

მსგავსი თემები