რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,  თურქეთი სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, სირიის საზღვართან ახალი ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა იგეგმება, რომლის სიგანე 30 კილომეტრს შეადგენს.

„ჩვენ უახლოეს ხანში ახალ ნაბიჯებს გადავდამთ იმ სამუშაოში, რომელიც დავიწყეთ და რომელიც გულისხმობს თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნას. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენ ქვეყანაზე მუდმივი თავდასხმების ცენტრს და ამიტომაც უსაფრთხოების ზონების შექმნა ჩვენი ოპერაციული პრიორიტეტია. ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვისთვის. ეს ოპერაციები დაიწყება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ძალების მომზადებას დაასრულებენ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებელია  რეგიონებიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად.

მსგავსი თემები