„აზოვსტალის ქარხანას“ ისევ უკრაინა აკონტროლებს

უკრაინული მხარე არ ადასტურებს რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინამ „აზოვსტალი“ დაკარგა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, ქალაქი მარიუპოლი არ დაცემულა.

აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა, უკრაინელი მებრძოლების ბოლო სიმაგრეა მარიუპოლში. მასზე კონტროლს ისევ უკრაინელები ინარჩუნებენ.  მიუხედვად რუსეთის მხრიდან განხორციელებული აქტიური დაბომბვებისა, ის ისევ უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშაა“ –  აცხადებს კულება.

მსგავსი თემები