„განგებ ვხოცავდით კლინიკებში  ავადმყოფებს? დიდ ფულს ვაკეთებდით? ეს ზღვარგადასულია“ – თენგიზ ცერცვაძე

„ცდილობენ დაგვაბრალონ, რომ საქართველოში COVID ავადმყოფების მართვა ცუდად ხდებოდა???!!! ვმანიპულირებდით ავადმყოფების და საწოლების რაოდენობით?! რომ განგებ ვხოცავდით კლინიკებში COVID ავადმყოფებს???!!! და ასე განსაჯეთ ჯანმრთელ ადამიანებსაც კი???!!! და ყველაფერ ამით დიდ ფულს ვაკეთებდით???!!! და ვანგრევდით ქვეყნის ეკონომიკას???!!! და რომ ყველაფერი ამისთვის სამაგალითოდ და უმკაცრესად უნდა დავისაჯოთ???!!!“ – აცხადებს ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და განმარტავს, რატომ ტოვებს დაკავებულ პოზიციას.

„სინამდვილეში საქართველოში COVID ავადმყოფების ნაკადების მართვა და უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე. არის სხვა საკითხებიც, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდება. მე კარგად მესმის, რომ უსამართლო დამოკიდებულებას და დაუმსახურებელ ბრალდებებს ცხოვრებაში ვერ ასცდები.

საქართველოში ხშირად მოქმედებს პრინციპი „დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“, მაგრამ ამჟამად უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება მიჭირს. აი, სულ ეს არის” – ასეთია თენგიზ ცერცვაძის პოზიცია.

მსგავსი თემები