ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარა – 4, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 13, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.