ვირუსით 290 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 676 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 290  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 80  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.18%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 665.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 188.

მსგავსი თემები