“აწამეს, ძარცვავდნენ, სიკვდილით სჯიდნენ”- ზელენსკი რუსეთის სისასტიკეზე

„უკრაინის ყველა ქალაქსა და თემში რუსეთმა აჩვენა, რეალურად, რისი მოტანა სურს და რა შეუძლია ევროპაში – რა შეუძლია მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკსვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა იმ ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის სავარაუდო მტრებად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევა მრავალი მიმართულებით განახორციელა.

„სარაკეტო დარტყმები, საჰაერო თავდასხმები, არტილერია, ტანკები – ყველაფერი! რუსეთის ჯარებმა არაფერი დაიშურეს, რომ დაგვხოცონ, უკრაინელები დახოცონ და ჩვენი მიწა გაანადგურონ. ორ თვეში მათ ჩვენ წინააღმდეგ 1100-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. უთვალავი ბომბი და არტილერია. აწამეს, ძარცვავდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. მათ ჩვენი მიწა დანაღმეს. მშვიდობიანი ქალაქები და სოფლები ჯოჯოხეთად გადააქციეს. უკრაინის ზოგიერთი ქალაქი და თემი მთლიანად განადგურდა. მაგრამ მათ ვერაფერს მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები