„დღემდე გამოყენებულ პრეპარატებს შორის ეს არის ყველაზე უნიკალური თვისებების მქონე”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„პრეპარატი  „პაქსლოვიდი“, რომელიც წინა კვირას საქართველოში შემოვიდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი სერიოზული პრეპარატია რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელი პანდემიის მიმდინარეობაზე“ – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში.“

მისი შეფასებით, ეს პრეპარატი დღემდე გამოყენებულ პრეპარატებს შორის  ყველაზე უნიკალური თვისებების მქონე და ეფექტიანია.

„პრეპარატი მძიმე პაციენტებში, 5 დღის განმავლობაში შესაძლებლობას მოგვცემს, 99% ით შევამციროთ მდგომარეობა. ასევე, შეამცირებს საავადმყოფოში მიმართვიანობას და გარდაცვალების მაჩვენებელსაც. პრეპარატი 12 წლის ზემოთ გამოიყენება. დოზირება კი სტანდარტულია მოზრდილებსა და ბავშვებში. 3-3 ტაბლეტი დილით და საღამოს. ეს წარმოადგენს 2 ანტივირუსული პრეპარატის კომბინაციას“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები