„არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს“ – ზელენსკის ჩართვა ბრიუსელში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს ვირტუალურად ჩაერთო. პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს უკრაინის არმიის სიძლიერეზე, გამბედაობასა და გამძლეობაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჯარი ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში”  – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატოს სამიტზე.

მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, მებრძოლებმა საკმაოდ კარგად დაამტკიცეს, რომ რისი გაკეთება შეუძლიათ მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ზელენსკის განცხადებით, მთავარი, რაც უკრაინას დღეს სჭირდება, არის იარაღი.

ბრიუსელში, მსოფლიოს ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომზე მსჯელობენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.

 

მსგავსი თემები