„თქვენ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გყავთ, მაგრამ ჩვენ არც ერთი მოგვეცით“ – ზელენსკის მიმართვა მსოფლიო ლიდერებს

„თქვენ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გყავთ, მაგრამ ჩვენ არც ერთი მოგვეცით. მოგმართეთ ტანკებისთვის, რომ  ჩვენს ქალაქებზე ბლოკადის მოხსნა შეგვძლებოდა – მარიუპოლზე, ბერდიანსკზე, მელიტოპოლზე, ქალაქებზე, სადაც რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი ასობით ათასი ადამიანი, ხელოვნურად ქმნის შიმშილს. თქვენ გაქვთ არანაკლებ 20 ათასი ტანკი, უკრაინამ ერთი პროცენტი გთხოვათ, რომ გადმოგეცათ ან მოგეყიდათ, მაგრამ ვერ მივიღეთ ცხადი პასუხი“ – ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს.

პრეზიდენტმა ნატოს სამიტის მონაწილეებს შეახსენა, რომ თითქმის ერთი თვეს, უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენას ეხვეწება, თუმცა, მან ის ვერ მიიღო, რასაც ამდენი ხანია, ითხოვს.

„უკვე ერთი თვეა გიმეორებთ, გადაარჩინოთ ჩვენი ხალხი და ქალაქები. უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება შეზღუდვების გარეშე, ისევე როგორც რუსეთი იყენებს ჩვენს წინააღმდეგ შეზღუდვების გარეშე მთელს თავის არსენალს, ანადგურებს ყველაფერს ცოცხალს, ნებისმიერ ობიექტს. ერთთვიანი ომის განმავლობაში, რუსეთმა ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა გაუშვა, განახორციელა ასობით ავიაიერიში. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მე თქვენ აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური თხოვნით მოგმართეთ – დაგვხმარებოდით ცის ჩაკეტვაში, დაგეცვათ ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. ჩვენ ვერ გავიგონეთ მკაფიო პასუხი“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები