„ეს რომ ღამე მომხდარიყო, ჩერნობილი გართობა იქნებოდა“ – რადას დეპუტატი ატომურ ელექტროსადგურზე

ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა, მას ოკუპანტის ჯარები აკონტროლებენ და საფრთხე ისევ არსებობს. როგორც რადას წარმომადგენელი  აცხადებს, ატომურ სადგურზე რომ რამე მოხდეს, ეს არა მხოლოდ უკრაინას, მთლიან ევროპას გაანადგურებს.

„მათ თავდასხმები დაიწყეს სწორედ იქ, სადაც ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია განთავსებული.  იქ 6 ბლოკი მუშაობს, ეს ხომ მსოფლიოს განადგურებაა. რუსები მთელი დღის განმავლობაში ცეცხლს უხსნიდნენ ამ ქალაქის, სადაც ატომური ელექტროსადგურის განთავსებული. ერთ-ერთი რაკეტა სწორედ სადგურს მოხვდა. ცეცხლი გაჩნდა. სამაშველო ძალები ვერც კი მიუახლოვდნენ ტერიტორიას. ღამე რომ მომხდარიყო ზაპოროჟიეში ავარია, ჩერნობილი მასთან შედარებით გართობა იქნებოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, მთლიანი ევროპისთვის, საქართველოს ჩათვლით“ – აცხადებს გალინა იანჩენკო

მსგავსი თემები