რუსეთი მოთხოვნებს ამცირებს

კრემლი უკრაინასთან მიმართებაში გარკვეულ მოთხოვნებს ამცირებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ადასტურებს. მისი თქმით, ულტიმატუმის შემცირება პოზიტიური სიგნალია.

„მოთხოვნების  შემცირება მეტყველებს, რომ რუსეთის ფედერაცია უკვე აანალიზებს, რომ მათი პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა შეუძლებელია. იყო თეორიული შეთანხმება, მხარეთა თანხმობა ჰუმანიტარული დახმარების ან ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის შესახებ უკრაინის გარშემორტყმული ქალაქებისთვის, ქალაქებისთვის, რომლებიც განიცდიან რუსეთის შემოჭრას“, – აცხადებს ალექსეი არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად შედეგი მიღწეულია ჰუმანიტარულ დერეფანთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება. ევაკუაციის პერიოდში კი კონკრეტულ წერტილებზე ცეცხლი შეწყდება. მოსახლეობის გასაყვანად დღეს ფრენებიც დაიწყო.

კიევიდან, უფასოდ, საევაკუაციო ფრენები შესრულდება

მსგავსი თემები