„დიქტატორებისა და ავტოკრატების ერა დასრულებულია“ – ევროპარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად გარეთ გამოვიდა    

ევროპარლამენტის წევრები შენობის გარეთ გამოვიდნენ და უკრაინის მხარდასაჭერი გზავნილი გააჟღერეს. „დიქტატორებისა და ავტოკრატების ერა დასრულებულია“ – ეს არის მათი მთავარი გზავნილი და მხარდაჭერა უკრაინას.

„ჩვენ არ მიგატოვებთ ამ ვითარებაში. ჩვენ აქ, ევროპის პარლამენტში  ვართ იმისთვის, რომ  ეს არის დემოკრატიის სასახლე. აქ ვიმუშავებთ რომ შევქმნათ სივრცე იმ გზავნილის გასაზიარებლად, რომელიც  მსოფლიოს სჭირდება.  ჩვენ მომავალს ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი და ამის პირობას გაძლევთ მე.  ჩვენთვის ცნობილია უკრაინელი ხალხის სიმამაცე და ეს იქნება ხანგრძლივი და კეთილდღეობით სავსე მომავალი. თქვენი ღირებულებები და მიმართულებები ნაპერწკალს აჩენს მთელს მსოფლიოში. ყველამ იცის დღეს რას ნიშნავს იყო უკრაინელი და ეს თქვენი დამსახურებაა. ევროპა დაგეხმარებათ შეიარაღებით, ლოჯისტიკური მხარდაჭერით, სანქციებით და ყველაფრით, რაც კი საჭირო გახდება. დიქტატორებისა და ავტოკრატების ერა დასრულებულია“ – ასეთია ევროპარლამენტის გზავნილი უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარებმა ლავროვს არ მოუსმინეს და სხდომა დატოვეს

მსგავსი თემები